წარმოება & ინდუსტრია

ქრისტინე ლორთქიფანიძე, 29

ანოვა
თანადამფუძნებელი

ქრისტინე ლორთქიფანიძე წარმოებისა და ინდუსტრიის კატეგორიის გამორჩეული წარმომადგენელია. ის არის კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ანოვას” თანადამფუძნებელი.

კომპანია 2017 წელს შეიქმნა და მის მიზანს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

“ანოვა” თანამშრომლობს საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ბიზნესთან, რომელთაც ბაზარზე ოპერირების სტრატეგიების შემუშავება სჭირდებათ. “ანოვა” კომპანიებს კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების მიხედვით ახალი პროდუქტებისა და სერვისების პოტენციალის განსაზღვრაში ეხმარება.

2019 წელს კომპანიამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში განახორციელა ინვესტიცია და რაოდენობრივი კვლევები სრულად განაახლა CATI და CAPI სისტემით.