მეცნიერება და მედიცინა

ერეკლე პირველი, 29

კავკასიის უნივერსიტეტი
პროფესორი

ერეკლე პირველი ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულების სრული პროფესორია.

ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი, ის გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც ფულბრაიტის პოსტსადოქტორო საფეხურის გამარჯვებულის სტატუსი აქვს მოპოვებული.

ერეკლე პირველი პოსტსადოქტორო პროგრამას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გადიოდა.

ის პირველი მეცნიერია საქართველოში, ვინც ქვეყანაში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმას იკვლევს. ერეკლე პირველის მიერ მოპოვებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამეცნიერო გრანტების ჯამური ღირებულება მილიონ ლარს უტოლდება.

2019 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ერეკლე პირველს 2019 წლის წარმატებული მეცნიერის სტატუსი მიენიჭა.