Change Language

English

Georgian

ტექნოლოგიები

მარიამ კუპატაძე, 29

FlashGrid Georgia LLC
დირექტორი

მარიამ კუპატაძე ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სერტიფიცირებული Oracle Master-ია, რომელიც Oracle ACE-ის საერთაშორისო სტატუსის მფლობელია.

მსოფლიოში Oracle ACE-ის სტატუსის მქონე 100-მდე Oracle Master-ია. მარიამი კომპანია FlashGrid Georgia LLC-ის დირექტორია. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების სფეროში ათწლიანი გამოცდილების მქონე მარიამი თავისი კარიერის განმავლობაში 12 კომპანიასთან თანამშრომლობას ითვლის.

ის იყო APAC Oracle Users Groups Community-ისა და Luxembourg Oracle Users Group-ის მიერ გამართული ღონისძიებების სპიკერი.

მარიამ კუპატაძე წიგნის, Oracle High Availability: Disaster Recovery and Cloud Services-ის, თანაავტორია. მისი დაწერილია წიგნის ერთი თავი - Oracle Sharding-ი. 2010 წლიდან მარიამ კუპატაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს ბლოგებს. მისი ბლოგი DBA-010 კი ტოპ-60 Oracle ბლოგს შორის მოხვდა.