მედია & მარკეტინგი

მარიამ ბაჯელიძე, 27

Socialsharks
დირექტორი

“სოციალური მედიის წყალში ვდგავართ და ცეცხლი გვიკიდია”, ამბობენ ქართველი შარკები. მარიამ ბაჯელიძე ციფრული სააგენტო Socialsharks-ის დირექტორია.

ქართველი “შარკების” თავგადასავალში მარიამ ბაჯელიძის მოგზაურობა 2015 წელს სოციალური მედიის მენეჯერის ამპლუაში დაიწყო. თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი მან 2017 წელს კომპანიის დირექტორის პოზიცია დაიკავა.

Socialsharks-ი მსოფლიოს სოციალური მედიის გიგანტი კომპანიის, Facebook-ის პარტნიორია, რაც გულისხმობს იმას, რომ “შარკები” პირველები არიან, ვინც სიახლეებს იგებს და შემდეგ ამ სიახლეების იმპლემენტაციას პრაქტიკაში ახდენს. კომპანიას წვდომა აქვს ისეთ ხელსაწყოებზე, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ Facebook-ის პარტნიორებს შეუძლიათ.

ქართველი “შარკების” პორტფოლიო 100-ზე მეტ პროექტს ითვლის. ისინი თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ნაბეღლავი, Wings For Life, თბილისის ზოოპარკი, თიბისი ფეი, m2…