გართობა

კოკა გოგოხია, 29

Stockton
დამფუძნებელი

2019 წელს კოკა გოგოხიას მიერ დაარსებული კომპანია “სტოქტონის” ძირითად საქმიანობას არტისტებისა და მუსიკალური ივენთების მენეჯმენტი წარმოადგენს.

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2009 წლიდან ტარდება და მელომანების ერთ-ერთ საყვარელ ღონისძიებას წარმოადგენს. არსებობის ათი წლის მანძილზე მან ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Deep Purple-ი, Placebo, Archive-ი, Tom Odell-ი, Anathema, Unkle-ი… ხარისხიანი მუსიკა, ტყე და დიდი მწვანე მინდორი... ეს ის გარემოა, რომელიც ფესტივალს დაუვიწყარს ხდის. ეს ის ფესტივალია, სადაც “Music Breaks Free”.

კოკა გოგოხია Tbilisi Open Air-ის გუნდს 2014 წელს შეუერთდა და არაერთი ფესტივალის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

2014 წლიდან ის ბენდ “მწვანე ოთახის” მენეჯერია. ბენდის მთავარ მიმართულებას როკის, ფანკისა და პოპმუსიკის ნაზავი წარმოადგენს. ალბათ ხშირად გაიგონებდით სახელს “MokuMoku”. ეს არის ბენდი, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს ქართულ მუსიკალურ სცენაზე.

2018 წელს მათ მენეჯერის ამპლუაში კონსტანტინე გოგოხიაც შეუერთდა. ისინი მსმენელს ბევრ სიახლეს ჰპირდებიან.