Change Language

English

Georgian

2019 / საქართველო

FORBES GEORGIA-ის 2019 წლის 30 Under 30

მომავალი ახალგაზრდების ხელშია – მათ აქვთ ამბიცია, შექმნან რაღაც ახალი და ამის მისაღწევად ძალებს არ იშურებენ. სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს Forbes 30 Under 30. პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია. Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.