განაცხადების მიღება დასრულებულია. გამარჯვებულები დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება.

Forbes Georgia იწყებს 30 წლამდე ასაკის ლიდერების შერჩევის პროცესს. განაცხადის შევსება შეუძლია ყველას, ვისი წარმატებაც საქართველოს ბაზარზე ადვილად იზომება.

  • გამომგონებლები, რომელთა გამოგონებასაც ან უკვე ვიყენებთ, ან სულ მალე დადასტურებულად გამოვიყენებთ;
  • ახალი ტექნოლოგიების შემქმნელები, რომელთა ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზეც ბაზარზე გამოკვეთილი მოთხოვნაა;
  • სპორტსმენები, მუსიკოსები, მსახიობები, რომელთა წარმატებაც მხოლოდ ცნობადობის მაღალი ხარისხით კი არა, შემოსავლების კუთხითაც ახდენს შთაბეჭდილებას;
  • მეცნიერები, რომელთა მიგნებები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, ან ასეთის დადასტურებული პოტენციალი აქვს;
  • ანტრეპრენიორები, რომელთა მიდგომებიც ბიზნესის წარმოების სფეროში არა მხოლოდ მოგებით გამოირჩევა, არამედ სტანდარტის ამაღლებას, მაღალი პასუხისმგებლობის განცდის დანერგვას და სხვა დასავლური ღირებულებების დამკვიდრებას უწყობს ხელს;
  • ბაზარზე თამაშის წესების დამმკვიდრებლები, რომელთა გავლენაც განხორციელებული ინიციატივების დონეზე დაითვლება.

Forbes-ის მიზანია, მიაგნოს ახალ სახეებსა და სახელებს, დაეხმაროს მათ ცნობადობის გაზრდასა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში. ამ მიდგომით, Forbes-ი ქმნის 30-წლამდელთა საზოგადოებას - ერთგვარ ქსელს, რომელიც 21-ე საუკუნეში ბიზნესსა და ნებისმიერ სხვა სფეროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ქართული Forbes-ის 2019 წლის სიებში მოსახვედრად.

განაცხადთან ერთად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია`

  • სარეკომენდაციო წერილი:
    • უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის საქმიანობის, მისი კონკრეტული მიღწევებისა და წვლილის შესახებ შერჩეულ კატეგორიაში.
    • გაცემული უნდა იქნეს კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორის, დარგის ექსპერტის მიერ, რომელიც უშუალო შეხებაშია კანდიდატის მიღწევებთან.
    • მითითებული უნდა იქნეს რეკომენდაციის გამცემის სრული საკონტაქტო ინფორმაცია.
    • სარეკომენდაციო წერილის გარეშე განაცხადი არ მიიღება.
  • დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ან პასპორტის სკანირებული ასლი):
    • დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე განაცხადი არ მიიღება.

რა ხდება განაცხადის შევსების შემდეგ?

თქვენ ვერ მიიღებთ ელ. ფოსტით დადასტურებას, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი მონაცემები მიღებულია და განიხილება. მონაცემების შეფასების პირველ ეტაპს Forbes-ის რედაქცია ახორციელებს. შედგება კანდიდატების ე.წ. მოკლე სია (Short List), რომელიც გადაეცემა ჟიურის საბოლოო გამარჯვებულების გამოსავლენად.

ნომინანტის ასაკი

2019 წლის კონკურსში მისაღებად შესარჩევი კანდიდატი უნდა იყოს 29 წლის ან, უფრო ზუსტად, 2019 წლის 31 დეკემბერისათვის უნდა იყოს არა უმეტეს 29 წლისა (დაბადების წელი 1990 და შემდეგ).

წარმოშობა

კანდიდატის მოქალაქეობას არა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს, თუ სად იმყოფებიან, საქმიანობენ და სად არის მათი ბიზნესი ცნობილი. ჩვენს შემთხვევაში ეს საქართველოა.

როგორ ქმნის Forbes-ი 30-წლამდელთა სიას?

ეს სამსაფეხურიანი პროცესია.

  • კანდიდატების მიერ ინვესტორების, ხელმძღვანელების, მეწარმეების სარეკომენდაციო წერილისა და დაბადების თარიღის დამამტკიცებელი მოწმობის წარდგენა, განაცხადთან ერთად, Forbes-ის რედაქციის მიერ სარეკომენდაციო წერილებში მითითებული ინფორმაციის შემდგომი გამოყენების/მოხსენიების უფლებით.
  • Forbes-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ ათი ფინალისტის შერჩევა თითოეული დარგისთვის.
  • დამოუკიდებელი ჟიურის მიერ თითოეულ კატეგორიაში სამი საბოლოო გამარჯვებულის შერჩევა.

კატეგორიების ჩამონათვალი

  • ხელოვნება, კულტურა, სტილი
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • გართობა
  • წარმოება, ინდუსტრია
  • მეცნიერება & მედიცინა
  • ანტრეპრენიორი
  • სპორტი
  • ვაჭრობა & Ecommerce
  • მედია & მარკეტინგი

რა ხდება, თუ კომპანიას ან ორგანიზაციას ერთზე მეტი დამფუძნებელი ჰყავს?

თქვენ და თქვენს დამფუძნებლებს/ბიზნესპარტნიორებს შეგიძლიათ ერთობლივად დაასახელოთ 30 წლამდე ასაკის კანდიდატი. სიის შედგენისას დარწმუნდით, რომ შეიტანეთ ყველა თქვენი დამფუძნებლის ან პარტნიორის სახელი, რომლებიც 30 წლამდე ასაკის არიან. შეიძლება ყველა კანდიდატი ვერ მოხვდეს განსახილველ სიაში, თუმცა ცალკეული კანდიდატები შესაძლოა დარჩნენ სიაში.

ვინ არის ნომინაციების მესაკუთრე?

მას შემდეგ, რაც დააჭერთ "განაცხადის გაგზავნა”, ინფორმაცია ხდება FORBES-ის საკუთრება. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი აპლიკაციის შინაარსი პროექტის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

განაცხადების მიღება დასრულებულია. გამარჯვებულები დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@forbes.ge, (+995 32) 223 77 07

 

გამარჯვებულები დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება
განაცხადების მიღება დასრულებულია