თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: სოფი ვილი

მომღერალი, Sophie Villy (სოფი ხუციშვილი)

 

Sophie Villy-ს მუსიკის სამყარო

სოფი ხუციშვილი დაიბადა 1990 წლის 30 ოქტომბერს მუსიკოს დათოსა და ინტერიერის დიზაინერ მილას ოჯახში. სოფიმ სიმღერა სამი წლის ასაკიდან დაიწყო, სწავლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ათწლედში, თავდაპირველად ფორტეპიანოზე, შემდგომ კი გიტარაზე. თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო სიმღერების წერა, თექვსმეტი წლისამ კი თბილისის კლუბებში დაიწყო გამოსვლა მეგობართან — გიტარისტ ირაკლი მეტრეველთან ერთად.

ხუთიდან თხუთმეტ წლამდე სოფო სპორტშიც მოღვაწეობდა, კერძოდ წყალში ხტომაში, მოიგო Euromeeting 2002, რომელიც სტრასბურგშ ჩატარდა, ასევე სხვადასხვა შეჯიბრებებში გერმანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, უნგრეთსა და საფრანგეთში. 

მუხლის ტრამვის გამო სოფის მოიწია სპორტიდან წასვლა და სწორედ ეს მაშინ გადაეშვა მუსიკის უსასრულო სამყაროში, სადაც დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო საკუთარი თავის დამკვიდრება. 

დღეს სოფის იცნობენ Sophie Villy-ს სახელით როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთაც. ბავშვობიდან უსმენდა ინგლისურენოვან მუსიკას და მღეროდა მამასთან ერთად და დღესაც სწორედ ამ ენაწე უადვილდება სიმღერების წერა, ემოციების სიტყვებშ ჩატევა და გადმოცემა.

Sophie Villy-ს შესრულებაSophie Villy - Another Existence

სოფის არა ერთი საოცრად აღმაფრთოვანებელი კონცერტი აქვს გამართული, მის შესრულება კი ნამდვილად დაუვიწყარია. მუსიკოსმა გამოუშა ალბომი სახელწოდებით „Planet A“, რომელიც 11 კომპოზიციისგან შედგება. ერთ-ერთი სინგლისთვის გადაიღო ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლი, რომელიც მის სპორთისადმი სიყვარულს უკავშირდება. 

ჩემთვის ჰაერში ბრუნვა არის ერთ–ერთი ყველაზე საოცარი მდგომარეობა. 10 წელი წყალში ხტომაზე დავდიოდი და საკმაოდ წარმატებული სპორტული კარიერა მქონდა საქართველოს ნაკრებთან ერთად, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო სპორტიდან წამოვედი. სპეციალურად ამ ვიდეოსთვის გავრისკე 15 საათიან გადაღებაში ჩავრთულიყავი და გამეკეთებინა ამ ეტაპზე ჩემი მაქსიმუმი.

ალბომის ფარგლებში გააკეთა ტური, რომლის პირველი კონცერტიც მანჰეტენზე Rockwood Music Hall- ში გაიმართა. ასევე ჩატარდა დამატებით 4 კონცერტი, ერთ–ერთი ბოსტონში, დაუკრა კიევის ყველაზს მასშტაბურ ფესტივალზე ”Atlas Weekend”-ზე. 

ეს სოფის შემოქმედების მცირედი ჩამონათვალია. ის არ აპირებს გაჩერებას, მუდმივად წერს და ქმნის ახალს და არ აწყენს თავის ერთგულ მსმენელს.