ფოკუსში: ლევან სონღულაშვილი

ლევან სონღულაშვილი, ვიზუალური არტისტი, ფერმწერი და გრაფიკოსი

 

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

თიბისი ბანკი

ქართველი მხარტვარი საზღვრებს გარეთ.

ვიზუალურმა არტისტმა, ფერმწერმა და გრაფიკოსმა ლევან სონღულაშილმა მხატვრობისადმი განსაკუთრებული ინტერესი და ნიჭი ადრეულ ასაკშივე გამოავლინა. ის 6 წლიდან ხატავდა ფიგურატიულ კომპოზიციებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს. 9 წლის ასაკში დამოუკიდებლად ართმევდა თავს ურთულეს სამხატვრო ამოცანებს, რაზეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ. იმ დროიდანვე იღებდა აქტიურ მონაწილეობას უამრავ ჯგუფურ, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გამოფენაში, ხელოვნების ფესტივალებში და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

2011 წელს ლევანის შემოქმედება ქვეყნის ფარგლებს გაცდა, როდესად მისით გერმანელები დაინტერესდნენ. იგი მიწვეული იქნა მიუნხენში, სადაც "ობააგამოს" დიდ თეატრში გააფორმა სპექტაკლი "იოზეფი და მისი ძმები". 

2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, ლევან სონღულაშვილი ამერიკის შეერთებ შტატებშ გაემგზავრა, სადაც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო კურსის პირველი ქართველი სტუდენტი გახდა. იმავე წელს, ამერიკელ, ევროპელ და ასზიელ ხელოვანებს შორის, აკადემიის მთავარი "Portrait Scholarship Award 2015"-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს ჯილდო დღემდე არც ერთ ქართველ ხელოვანს არ მიუღია. 

2015  წელს, ლევანის ნახატები ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავი ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-წვეულებაზე "Tribeca Ball 2015" გამოიფინა. მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ ტოკიოსა და ნიუ-იორკის გალერეების წარმომადგენლები. 

დღეს, მისი ნამუშევრები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსოფლიოში ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებს ამშვენებს. ყოველწლიურ “Deck The Wall” -ის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ლევანის ნახატები წარმატებით იყიდება.

ორგანიზატორი: