ფოკუსში: გიორგი ქებურია

გიორგი ქებურია, დიზაინერი

 

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

თიბისი ბანკი

ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო.

გიორგი ქებურიას დიზაინს ელეგანტურობისა და ექსცენტრიულობის ჰარმონიული შერწყმა ახასიათებს. ორიგინალურობით გაჯერებული თვითნასწავლი დიზაინერის ბრენდი 2010 წელს დაარსდა და მოდის ინდუსტრიაში ახალი მასკულინური და ფემინური ესთეტიკა შექმნა, რამაც მოდა და სილამაზე სრულიად ახალ, უჩვეულო საფეხურზე აიყვანა.

საკმაოდ რთულია იყო ყოველთვის ტენდენციური, შენი ხელწერა და ხასიათი გქონდეს, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოცაა.

ელეგანტურობითა და კლასიკურობით გაჯერებული კოლექცია Be Next 2012-ის გამარჯვებული და Muuse x Vogue Talents Vision Award-ის მაყურებლის რჩეული გახდა.

თვითნასწავლი ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურეალისტური კოლექციით წარდგა თბილისის მოდის კვირეულზე, სადაც “საუკეთესო დამწყები დიზაინერის” ჯილდო მიიღო.

2013 წელს იგი Materiel-ის მოდის სახლში მუშაობდა. 2015 წლიდან კი საკუთარი ბრენდის განვითარებაზე მოახდინა კონცენტრირება.

მის შესახებ არა ერთხელ დაუწერია ჟურნალს Vogue, ხოლო მის კლიენტებს შორის აღმოაჩნეთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ლედი გაგა, რიანა, დები კარდაშიანები, კაია გერბერი, ლინდსი ლოჰანი და სხვანი.

ორგანიზატორი: