ფოკუსში: მარიამ კუპატაძე

მარიამ კუპატაძე, Flashgrid Georgia LLC-ს დირექტორი

 

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

თიბისი ბანკი

Oracle Certified Master ანუ უნარების, ცოდნისა და შესაძლებლობების უმაღლესი დონე.

მარიამ კუპატაძე ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სერტიფიცირებული Oracle Master-ია, რომელიც Oracle ACE-ის საერთაშორისო სტატუსის მფლობელია.

მსოფლიოში Oracle ACE-ის სტატუსის მქონე 100-მდე Oracle Master-ია. მარიამი კომპანია FlashGrid-ის დირექტორია. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების სფეროში ათწლიანი გამოცდილების მქონე მარიამი თავისი კარიერის განმავლობაში 12 კომპანიასთან თანამშრომლობას ითვლის.

ის იყო APAC Oracle Users Groups Community-ისა და Luxembourg Oracle Users Group-ის მიერ გამართული ღონისძიებების სპიკერი.

ამას გარდა, მარიამ კუპატაძე წიგნის, Oracle High Availability: Disaster Recovery and Cloud Services-ის, თანაავტორია. მისი დაწერილია წიგნის ერთი თავი - Oracle Sharding-ი.

2010 წლიდან მარიამ კუპატაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს ბლოგებს. მისი ბლოგი DBA-010 კი ტოპ–60 Oracle ბლოგს შორის მოხვდა.

Flashgrid-ის საერთაშორისო ოფიციალური ვებ-გვერდი

Forbes.ge

Forbes.ge

ორგანიზატორი: